წელს კავკასიასა და ცენტრ. აზიაში ეკონომიკური ზრდა 3.9%-მდე შენელდება, 2025 წელს 4.8%-მდე დაჩქარდება – IMF

წელს კავკასიასა და ცენტრ. აზიაში ეკონომიკური ზრდა 3.9%-მდე შენელდება, 2025 წელს 4.8%-მდე დაჩქარდება – IMF

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2024 წლისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები განაახლა.

ორგანიზაციის პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე წელს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ეკონომიკური ზრდა 3.9%-მდე შენელდება, 2025 წელს კი 4.8%-მდე დაჩქარდება.

სავალუტო ფონდის მოლოდინით, წელს საქართველოს ეკონომიკა 5.7%-ით გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ ეს პროგნოზი ფონდმა მარტში, საქართველოში მისიის ვიზიტისას განაახლა.

რაც შეეხება რეგიონის სხვა ქვეყნებს, IMF-ის მოლოდინით, წელს სომხეთის ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება, აზერბაიჯანის – 2.8%-ით, ყაზახეთში 3.1%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, ხოლო ყირგიზეთში – 4.4%.

სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ საშუალოვადიან პერიოდში, რეგიონის ეკონომიკური ზრდა ზომიერი იქნება, რაც იმ გარემოებას უკავშირდება, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებული ისეთი ეფექტები, როგორიცაა გაზრდილი სავაჭრო ნაკადები და ფინანსური შემოდინებები, ეტაპობრივად მიილევა.

“2023 წელს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ეკონომიკური ზრდის ტემპმა მოლოდინს გადააჭარბა და 4.9%-ს მიაღწია. განსაკუთრებით მაღალი ზრდის ტემპი დაფიქსირდა სომხეთში, საქართველოსა და ტაჯიკეთში. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ და სომხეთმა უკრაინის ომთან დაკავშირებული მიგრანტების სავალუტო შემოდინებებიდან ეკონომიკური სარგებელი მიიღეს. რეგიონის ქვეყნებზე ასევე დადებითი გავლენა ჰქონდა გაზრდილ სავაჭრო ნაკადებს და ფულად გზავნილებს რუსეთიდან. 2024 წელს მოსალოდნელია, რომ რეგიონის ეკონომიკა 3.9%-ით გაიზრდება, ზრდის ტემპის შენელება რეგიონის ყველა ქვეყანაშია მოსალოდნელი, გარდა ყირგიზეთისა. საშუალოვადიან პერიოდში, რეგიონის ეკონომიკური ზრდა ზომიერი იქნება, რაც იმ გარემოებას უკავშირდება, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებული ისეთი ეფექტები, როგორიცაა გაზრდილი სავაჭრო ნაკადები და ფინანსური შემოდინებები, ეტაპობრივად მიილევა”, – ნათქვამია სავალუტო ფონდის მიმოხილვაში.

როგორც ფონდი აღნიშნავს, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკისთვის მთავარი რისკები გეოპოლიტიკურ ვითარებას უკავშირდება. კერძოდ, IMF აღნიშნავს, რომ ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის შესაძლო შენელება უარყოფითად აისახება რეგიონის ქვეყნებში ფულად გზავნილებსა და ვაჭრობაზე.

მსგავსი სიახლეები

სამეწარმეო ვენახების გაშენებაზე თანხმობა უფასოდ გაიცემა

სამეწარმეო ვენახების გაშენებაზე თანხმობა უფასოდ გაიცემა

ღვინის მწარმოებლებმა კარგად იციან, ხარისხიანი ღვინის წარმოებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ვაზის ნერგების ხარისხი, გაშენების ექსპოზიცია, ნიადაგის შემადგენლობა, ვაზის ჯიშები. კომერციული ვენახების გაშენების…
გლდანის მერვე მიკრორაიონში რეკრეაციული სივრცე ეწყობა – მერია

გლდანის მერვე მიკრორაიონში რეკრეაციული სივრცე ეწყობა – მერია

გლდანის მერვე მიკრორაიონის N13 კორპუსთან რეკრეაციული სივრცე ეწყობა. სამუშაოები დაახლოებით 7 000 კვ.მ ფართობზე ჩატარდება. პროექტის საწყის ეტაპს თბილისის მერი კახა…
იანვარში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 18%-ით გაიზარდა – მიზეზები

იანვარში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 18%-ით გაიზარდა – მიზეზები

2026 წლის იანვარში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 1.4%-ით, 910 გვტ. საათამდე შემცირდა. ამის შესახებ “თიბისი კაპიტალის” ელექტროენერგიის ბაზრის იანვრის მიმოხილვაშია აღნიშნული. ჰიდროსადგურების გამომუშავება წლიურად შემცირებულია…